weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ტაივანელი მეცნიერის რევოლუციური სიახლე ნაგვის გადამუშავებაში

16:49 სამშაბათი, 12 ივნისი 2018

ტაივანელი ინჟინერისა და ნოვატორის, კომპანია Miniwiz-ის დამფუძნებლისა და National Geographic-ის მკვლევარ არტურ ჰუანგის თქმით, კაცობრიობამ ბიტკოინი უნდა დაივიწყოს, რადგან ყველაზე ძვირფასი ახალი ვალუტა ჩვენს ნაგვის ურნებშია. ამის დასამტკიცებლად მან ნარჩენების გადასამუშავებელი პორტატული ქარხანა ააგო.

არტურ ჰუანგის სიახლე - მზის ენერგიაზე მომუშავე Trashpresso („ნაგვპრესო“) პლასტიკის ნარჩენებს გადაამუშავებს მომცრო ფილებად, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია კედლებისა და იატაკის ასაშენებლად. ჰუანგმა ორი დანადგარი შექმნა და სატვირთო მანქანების დახმარებით ისეთ შორეულ ადგილას გადაიტანა, როგორიცაა იუშუ - ტიბეტის პლატოზე მდებარე ოლქი. სხვათა შორის, ეს ექსპედიცია თვით ჯეკი ჩანმა გააშუქა National Geographic-ის დოკუმენტურ ფილმში „მწვანე გმირები“.

ნაგვის დასაქუცმაცებლად და დასაპრესად Trashpresso-ს ყველგან საკმარისი პლასტმასა ხვდება. ამ მხრივ, არც იუშუ ყოფილა გამონაკლისი: წყლის ბოთლები, პარკები და სხვა ნარჩენები, რომლებიც ტურისტებს ჩამოაქვთ, მდინარეებსა და შემდეგ, ოკეანეებში ამოყოფს თავს.

არტურ ჰუანგი ისეთი ჰიპერლოკალური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნების ქსელზე ოცნებობს, რომლებიც ახალ პროდუქტებსა და იდეებს წარმოქმნიან. მისი კომპანია Miniwiz ამდაგვარი წრიული ეკონომიკის (რეგენერაციული სისტემა) შექმნაზე მუშაობს. 2005 წლიდან მოყოლებული კომპანია ნარჩენებს ავეჯად, აქსესუარებად, შენობებად და მომცრო თვითმფრინავებადაც კი გარდაქმნის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]