weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მენტავაის ტომი: ათასწლოვანი ტრადიციის მიმდევარი ხალხი

11:36 ხუთშაბათი, 21 ივნისი 2018

მენტავაის ხალხი ინდონეზიის კუთვნილ კუნძულ მენტავაიზე სახლობს. ნახევრად მომთაბარე ცხოვრების წესის მქონე ხალხის თქმით, მათი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები ათასწლოვანია.

მათ საცხოვრებელს ტრადიციული ქოხი „უმა“ წარმოადგენს. მენტავაის ტომის მამაკაცები გარეულ ღორებზე, ირმებსა და პრიმატებზე ნადირობენ, ქალები კი თევზაობენ ანდა ველურ ხილს აგროვებენ, თუმცა მათი რაციონი ძირითადად მაინც საგუს მატლებით შედგება.

ჩვეულება, რაც ამ ხალხს აქვს, საკმაოდ უცნაურია - ისინი კბილებს საგანგებო ქლიბით ილესავენ, რისი მიზეზიც უბრალოა - მენტავაის ხალხში ასეთი კბილები ესთეტიური ჩანს.

მათი ჩაცმულობაც ტრადიციულია, მენტავაი მხოლოდ სხეულის მცირე ნაწილის დასაფარად იმოსება. ტატუებს კი სპეციალური შამანი „სიკერეი“ აკეთებს, ნემსითა და ხის ჩაქუჩით. ტომში ასევე პოპულარულია თამბაქოს მოწევა - მენტავაის მამაკაცები დღის განმავლობაში რამდენიმე კოლოფ სიგარეტს ეწევიან.

მენტავაის ტომის სოფელ მადობაგს პოლონელი ფოტოგრაფი მარცინ გაბრუკი ესტუმრა და შთამბეჭდავი ფოტოები გადაუღო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]