weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ნიკოლ შერზინგერი The Black Eyed Peas-იდან წასულ ფერგის შეცვლის

13:32 პარასკევი, 02 ივნისი 2017

ამერიკული დენს-პოპ ჯგუფი The Black Eyed Peas სოლისტმა სტეისი ფერგიუსონმა, იგივე ფერგიმ დატოვა. მომღერლის ჯგუფიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია დიდი ხანი არსებობდა, თუმცა ის საბოლოოდ ჯგუფის რეპერმა წევრმა will.i.am-მა დაადასტურა.

ცნობილია, რომ ამჟამად ფერგი სოლო კარიერის მოწყობითაა დაკავებული, რასაც ჯგუფში ყოფნის დროსაც პერიოდულად ახერხებდა, ხოლო მის ადგილს The Black Eyed Peas-ში პოპულარული მომღერალი და მოცეკვავე ნიკოლ შერზინგერი დაიკავებს. will.i.am-ის განცხადებით, ნიკოლი უკვე აქტიურად შეუდგა მათთან თანამშრომლობას, დეტალებს კი ჯერ-ჯერობით არ ასაჯაროებენ.

აღსანიშნავია, რომ The Black Eyed Peas-ში ნიკოლ შერზინგერის სოლისტობაზე ჯერ კიდევ 2001 წელს, ფერგის მისვლამდეც იყო საუბარი, თუმცა მაშინ არჩევანი სტეისი ფერგიუსონზე შეჩერდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]