weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

კალიფორნიაში ჟესტებით მოსაუბრე ცნობილი გორილა მოკვდა

11:35 ორშაბათი, 25 ივნისი 2018

46 წლის მდედრი გორილა სახელად კოკო, რომელიც ცნობილი იყო თავისი უნიკალური შესაძლებლობებით, კალიფორნიის შტატის ქალაქ ვუდსაიდში მოკვდა.

კოკო 1971 წელს სან ფრანცისკოს ზოოპარკში დაიბადა. იგი ჟესტების ენაზე (ASL) საუბრისას 1000 ჟესტს იყენებდა, რაც დაახლოებით 2000 ინგლისური სიტყვის გასაგებად იყო საჭირო.

ჭკვიან გორილას აღირებული ცხოველების ფსიქოლოგი, გორილების ფონდის დამაარსებელი ფრანსინ პატერსონი უვლიდა.

მდედრმა გორილამ საყოველთაო ყურადღება 1983 წელს მიიპყრო, როდესაც მეგობრად კატა მოისურვა, სათამაშო კატის ჩუქებისას კი განაწყენდა და ცოცხალი მოითხოვა. სურვილის ასრულების შემდეგ კოკო კატაზე, რომელსაც მან „მთლიანი ბურთი“ უწოდა, შვილივით ზრუნავდა. სხვადასხვა მეგობარ კატებს მან „ტუჩსაცხი“, „მურიანი“, „მის შავი“ და „მის რუხი“ უწოდა.

ცნობილი ასევე იყო კოკოსა და ოსკაროსანი მსახიობის, რობინ უილიამსის შეხვედრაც.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]