weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ჩინეთში წყალში მოტივტივე უდიდესი მზის ელექტროსადგური გაიხსნა

17:26 პარასკევი, 02 ივნისი 2017

ჩინეთის ქალაქ ჰუაინანში მზის ენერგიაზე მომუშავე მსოფლიოში უდიდესი ელექტროსადგური გაიხსნა, რომელიც მთლიანად წყალზე ტივტივებს. კომპანია Sungrow-ს მიერ აშენებული სადგური ანჰუის პროვინციაში მდებარეობს და 40 მგვტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

ადგილი, სადაც მზის ბატარეები განათავსეს, აქამდე ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოებისათვის გამოიყენებოდა, ამიტომაც წყალი იქ ზედმეტად მინერალიზებული და გამოუსადგარი იყო. თავად ტბა წლების მანძილზე მიმდინარე ქვანახშირის სამუშაოების შემდეგ, მიწის ჩანგრევისა და წვიმის წყლით ამოვსების შედეგად წარმოიშვა. 

წყალზე მოტივტივე მზის ბატარეებს რამდენიმე უპირატესობა აქვს. ისინი განთავსებულია გამოუსადეგარ წყალში, იზოგება მიწა, წყალი ბუნებრივად აგრილებს სისტემას, რაც წარმადობას ზრდის და სადგურს გადახურებისგან გამოწვეული საფრთხეებს აცილებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]