weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბილ გეიტსმა მალარიის გადამტანი კოღოების მოსასპობად $4 მილიონი გამოყო

11:46 სამშაბათი, 26 ივნისი 2018

კომპანია „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი ბილ გეიტსი და მისი მეუღლე მელინდა მრავალი წელია ცნობილი არიან მალარიასთან ბრძოლით. მათ მიერ 2000 წელს დაარსებულმა ფონდმა მალარიასთან საბრძოლველად უკვე 2 მილიარდი დოლარი დახარჯა, ამჯერად კი ისინი 4.1 მილიონ დოლარს დებენ ახალ გეგმაში, რომლის მიხედვითაც, ლაბორატორიაში გამოყვანილმა მამრმა მალარიის კოღოებმა საკუთარი შთამომავლობა უნდა გაანადგურონ.

ახალი კოღოების შესაქმნელად გეიტსების ფონდმა კორპორატიული ხელშეკრულება დადო ბრიტანულ კომპანია Oxitec-თან, რომელიც 2002 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტთან დაარსებული გენეტიკური ინჟინერიის კომპანიაა.

Oxitec-ის მიერ გენური ინჟინერიით გამოყვანილ ახალ მამრ კოღოებს ველურ ბუნებაში გაუშვებენ, რათა შეჯვარდნენ ბუნებრივად დაბადებულ მდედრ, მალარიის გადამტან კოღოებთან. გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ მდედრი კოღოები იკბინებიან, ლაბორატორიული მამრი კოღოები ვერავის უკბენენ.

Oxitec-მა სპეციალურად გამოყვანილი კოღოები წარსულშიც გამოიყენა, როდესაც გაანადგურეს ზიკას, დენგესა და ყვითელი ცხელების გადამტანი კოღოს სახეობა Aedes aegypti.

ცნობილია, რომ კოღოები ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 830 000 ადამიანს კლავენ, რითაც ისინი პლანეტის ყველაზე მკვლელი არსებები არიან. კოღოების მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის უმეტესობა (440 000-ზე მეტი) მალარიაზე მოდის, რომელსაც მდედრი კოღო ადამიანიდან ადამიანს გადასცემს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]