weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ბოლო 30 წლის მანძილზე პირველად ესპანეთის მახლობლად თეთრი ზვიგენი შენიშნეს

14:04 შაბათი, 30 ივნისი 2018

ბალეარის კუნძულების კუთვნილ დასახლებულ კუნძულ კაბრერას სანაპიროსთან ხუთმეტრიანი დიდი თეთრი ზვიგენი (Carcharodon carcharias) შენიშნეს. ბიოლოგი რიკარდო საგარმინაგა ვან ბუიტენი, ყველაზე დიდი ზომის მტაცებელ თევზს ერთი საათის განმავლობაში აკვირდებოდა.

ბიოლოგმა ექსკლუზიური ფოტო გაავრცელა და განაცხადა, რომ უკანასკნელი 30 წლის მანძილზე სახეობა ესპანეთის წყლებში არ შეუნიშნავთ.

„ეს იყო ისტორიული შემთხვევა, რომელიც აღიბეჭდა ფოტოსა და ვიდეოზე და რომელსაც 5 სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები აკვირდებოდნენ“, - აღნიშნა ესპანელმა ბიოლოგმა.

ხმელთაშუა ზღვაში ზვიგენის 47 სახეობაა გავრცელებული, დიდი თეთრი ზვიგენი იგივე „თეთრი სიკვდილი“ კი ერთ-ერთი მათგანია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]