weather cur horoscope tv
იანვარი 25, 2021

კევინ სპეისის სექსუალური შევიწროების კიდევ სამ შემთხვევაში ადანაშაულებენ

10:33 ხუთშაბათი, 05 ივლისი 2018 hits 802

სკოტლანდ იარდი კევის სპეისის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების კიდევ სამ შემთხვევას იძიებს, რომლებიც 1996 წლით თარიღდება. მსგავსი შემთხვევა ლონდონის პოლიციაში ადრეც დაფიქსირდა და ჯამში ოსკაროსან მსახიობს 6 ასეთ ფაქტს ედავებიან.

8 თებერვალს პოლიციას მამაკაცმა შეატყობინა, რომ  2008 წელს მის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი ლონდონის ერთ-ერთი თეატრის ტერიტორიაზე ფიქსირდებოდა, 14 თებერვალს კი სკოტლანდ იარდს კიდევ ერთმა მამაკაცმა მიაკითხა და 2013 წელს მომხდარი ანალოგიური ფაქტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. რაც შეეხება მესამე ფაქტს, ის 1996 წლით თარიღდება და სავარაუდო დაზარალებული ასევე მამაკაცია.

შეგახსენებთ, რომ კევინ სპეისი ერთ-ერთი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი 11 წლის განმავლობაში იყო. ამ პერიოდში ძალადობრივ მოპყრობაში მას არაერთი თანამშრომელი ედავება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]