weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ათწლიანი ნადირობის შემდეგ ავსტრალიაში გიგანტური ნიანგი დაიჭირეს

16:34 ხუთშაბათი, 12 ივლისი 2018

თითქმის ათწლიანი ნადირობის შემდეგ, ჩრდილოეთ ავსტრალიაში, კერძო ტერიტორიაზე სპეციალური ხაფანგის დამონტაჟების შედეგად რეინჯერებმა მლაშე წყლის გიგანტური ნიანგი დაიჭირეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, 4.5 მ სიგრძისა და 590 კგ წონის მქონე 60 წლის ნიანგი ერთ-ერთი ყველაზე დიდია ამ რეგიონში ოდესმე დაჭერილთა შორის.

როგორც ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიის პარკებისა და ველური ბუნების ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, 60 წლის მამრი ნიანგის დაჭერის მიზანია ადამიანებთან მისი ურთიერთობის პრევენცია. გავრცელებული ცნობით, რეპტილია ცხოვრებას ქალაქგარეთ, ნიანგების ფერმაში გააგრძელებს.

ცნობილია, რომ მლაშე წყლის ნიანგები (Crocodylus porosus) 70 წლამდე ცოცხლობენ, სიგრძეში 5 მეტრამდე იზრდებიან, წონით კი 450 კილოგრამამდე აღწევენ. ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე დაახლოებით 100 000 მლაშე წყლის ნიანგი ბინადრობს.

მთავრობის მონაცემებით, ამ რეგიონში ყველაზე დიდი მლაშე წყლის ნიანგი 1974 წელს მდინარე მერიში დაიჭირეს. 6-მეტრიანი არსება მაშინ მოკლეს და თავი მოაჭრეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]