weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

„ჯოკერი“ ხოაკინ ფინიქსის მონაწილეობით გაისად გამოვა

16:04 ხუთშაბათი, 19 ივლისი 2018

რეჟისორ ტოდ ფილიპსისა და მსახიობ ხოაკინ ფინიქსის ერთოპლივი კინოპროექტი „ჯოკერი“, რომელიც კომპანია DC-ის კომიქსების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პერსონაჟ ჯოკერის შესახებ იქნება, მომავალი წლის ოქტომბერში გამოვა.

ფილმის გადაღებები მიმდინარე წლის სექტემბერში, ნიუ იორკში დაიწყება. სიუჟეტი მოგვითხრობს გამოგონილ ქალაქ გოთემის ყველაზე დიდი კრიმინალური ავტორიტეტის ჩამოყალიბებას 80-იან წლებში.

სცენარის ავტორი კომედიებით ცნობილი ტოდ ფილიპსი და სკოტ სილვერი (8 Mile, The Fighter, Finest Hour) არიან. შემქმნელების თქმით, „ჯოკერს“ მარტინ სკორსეზეს კლასიკური ფილმების, „ტაქსის მძღოლისა“ და „ცოფიანი ხარის“ მსგავსი ატმოსფერო ექნება.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „უორნერ ბრაზერსი“ პარალელურად მუშაობს სხვა ფილმზე, რომელიც ასევე ჯოკერის შესახებაა. იგი კომპანიის მიერ შექმნილი ვრცელი კინოსამყაროს (DC Extended Universe) ერთ-ერთი სერია იქნება, რომელშიც ანტაგონისტ პერსონაჟს ჯარედ ლეტო კიდევ ერთხელ განასახიერებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]