weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

5 ნაკლებად ცნობილი რამ, რაც მეცნიერულად სასიკვდილოა

12:15 შაბათი, 28 ივლისი 2018

სიგარეტის მოწევა ერთ-ერთი ყველაზე არაჯანსაღი ჩვევაა ადამიანებში. თამბაქოს მოხმარება პლანეტის მრავალ ქვეყანაში თანდათან მცირდება, მაგრამ სამაგიეროდ არის სხვა არაერთი რისკ-ფაქტორი, რომელიც თან ახლავს სულ უფრო მზარდ უმოძრაო, იზოლირებულ ცხოვრების წესს.

წარმოგიდგენთ 5 შედარებით ნაკლებ ყურადღებადათმობილ რისკ-ფაქტორს, რომელიც მეცნიერთა მტკიცებით, ისეთივე მომაკვდინებელია, როგორც მოწევა.

მარტოობა - მკვლევართა განცხადებით, სოციალური მედიის განვითარებამ და პერსონალური კონტაქტების შემცირებამ მარტოობა გლობალურ ეპიდემიად აქცია. ეს კი შესაძლოა, საბედისწერო იყოს. აშშ-ის ბრიგემ იანგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა ჯულიან ჰოლტ-ლუნსტადმა თავის კვლევაში დაადგინა, რომ მარტოობა ამცირებს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას და დღეში 15 ღერი სიგარეტის მოწევას უდრის.

ჯდომა - როგორც 2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, ყოველდღე ჯდომა ზრდის სხვადასხვა სახის კიბოების რისკს. თავიანთ მეტა-ანალიზში (კვლევის გლობალური სტანდარტი), მკვლევრებმა შეიტანეს ოთხი მილიონი ადამიანის მონაცემი: რამდენად ხშირად ჯდებოდნენ ისინი ტელევიზორის საყურებლად თუ სამუშაოდ და რამდენად გადაადგილდებოდნენ. ჯდომის დროის ყოველი 2-საათიანი ზრდა აძლიერებს მსხვილი ნაწლავის, საშვილოსნოსა და ფილტვების კიბოს რისკს, მიუხედავად იმისა, ვარჯიშობდნენ თუ არა დღის განმავლობაში ეს ადამიანები.

უძილობა - აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ინსომნიას საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემას უწოდებს. აშშ-ში 50-70 მილიონ ადამიანს უძილობა სტანჯავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროფესორი ვალერი გაფაროვი 2015 წელს შენიშნავდა, რომ ძილის უკმარისობა ზუსტად იმავე მაჩვენებლით ზრდის ინსულტისა და გულის შეტევების რისკს, როგორც სიგარეტის მოწევა.

გარუჯვა - სოლარიუმში გარუჯვა შესაძლოა, ჩვეულებრივი მზის აბაზანების უფრო კონტროლირებად ვერსიად ჩანდეს, მაგრამ ორივე მათგანი პოტენციურად უფრო საშიშია, ვიდრე მოწევა. 2014 წელს, მეცნიერებმა ჟურნალ JAMA-ში გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც დაადგინეს, რომ სოლარიუმში გარუჯვასთან დაკავშირებულია კანის კიბოს უფრო ხშირი შემთხვევები, ვიდრე მოწევასთან ფილტვის კიბოს შემთხვევები.

ცუდი კვება - არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლის თანახმადაც, ტკბილ და ძლიერ ნაჯერ ცხიმებში მომზადებულ საკვებს შეუძლია ადამიანები ფატალურ დაავადებებამდე მიიყვანოს, შესაძლოა, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე მოწევამ. 2016 წელს ცუდი კვებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლის კვლევისას, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ამ შემთხვევაში, სიკვდილის მაჩვენებელი აჭარბებს ალკოჰოლისას, ნარკოტიკებისას, დაუცველი სექსისა და მოწევისას ერთად აღებულს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]