weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პოლ უოკერის ხსოვნას დოკუმენტური ფილმი მიეძღვნა

14:59 პარასკევი, 03 აგვისტო 2018

სტუდიამ Paramount Network ოფიციალურად გამოუშვა დოკუმენტური ფილმის „მე – პოლ უოკერი“ პირველი ვიდეოკადრები. პროექტი, რომელიც 2013 წელს ავტოკატასტროფაში დაღუპული მსახიობის ხსოვნას მიეძღვნა, დეტალურად მოუთხრობს მაყურებელს „ფორსაჟის“ ვარსკვლავის პირად და პროფესიონალურ ცხოვრებაზე.

სერფინგითა და ავტორბოლებით, საზღვაო ბიოლოგიითა და ზვიგენების შესწავლით გატაცებულმა პოლ უოკერმა კინოში გადაღება ადრეულ ბავშვობაში დაიწყო, კრიმინალური ბოევიკი „ფორსაჟი“ კი მის კარიერაში ყველაზე წარმატებულ საფეხურად იქცა.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტურ ფილმში, რომლის პრემიერა 11 აგვისტოს შედგება, პოლ უოკერის კოლეგების, მეგობრების და ნათესავების ექსკლუზიურ ინტერვიუებთან ერთად უამრავი საინტერესო კადრი მოხვდა პირადი არქივიდან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]