weather cur horoscope tv
იანვარი 25, 2021

რობერტ რედფორდი სამსახიობო კარიერას ასრულებს

10:40 სამშაბათი, 07 აგვისტო 2018 hits 2170

ჰოლივუდის ვეტერანი ვარსკვლავის, რობერტ რედფორდის განცხადებით, მომდევნო ფილმი მისი მონაწილეობით უკანასკნელი იქნება.

უკანასკნელ ფილმში, რომელიც რეალური ისტორიის შესახებაა, 81 წლის ამერიკელი მსახიობი ცნობილ კრიმინალს, ციხეებიდან გაქცევისა და ძარცვის ოსტატ ფორესტ ტაკერს განასახიერებს. ბიოპიკი სათაურად „მოხუცი და იარაღი“ (The Old Man and the Gun) კინოეკრანებზე სექტემბერში გამოვა. კრიტიკოსები რობერტ რედფორდს რეჟისორ დევიდ ლოურის ამ ფილმით კინოჯილდოების კანდიდატადაც მოიაზრებენ.

„არასოდეს თქვა: არასოდეს, მაგრამ საბოლოოდ შევჯერდი იმაზე, რომ ეს ფილმი ჩემი ბოლო სამსახიობო ნამუშევარი იქნება. ვფიქრობ, ეს საკმარისია.“ - განუცხადა ლეგენდარულმა მსახიობმა Entertainment Weekly-ს.

რობერტ რედფორდმა სამსახიობო კარიერა 1960 წელს სატელევიზიო სერიალებში შესრულებული როლებით დაიწყო და დღემდე ოთხმოცამდე როლი შეასრულა. მისი სამსახიობო კარიერის გამორჩეული ფილმებია: „ბუჩ კესიდი და სანდენს კიდი“ (1969), „ჯერემია ჯონსონი“ (1972), „კანდიდატი“ (1972), „აფიორა“ (1973), „დიდი გეტსბი“ (1974), „კონდორის სამი დღე“ (1975), „პრეზიდენტის მთელი მხედრიონი“ (1976), „აფრიკიდან“ (1985), „ჰავანა“ (1990), „ჯაშუშური თამაში“ (2001), „ყველაფერი დაკარგულია“ (2013) და სხვა.

იგი როგორც მსახიობი, ოსკარზე ერთხელ წარადგინეს ფილმით „აფიორა“, თუმცა კინოაკადემიის ერთადერთი ჯილდო რეჟისორის ამპლუაში მოიპოვა დრამით „ჩვეულებრივი ადამიანები“ (1980).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]