weather cur horoscope tv
ივლისი 23, 2024

მზის სისტემის სამეზობლოში გიგანტური მოხეტიალე პლანეტა აღმოაჩინეს

12:16 სამშაბათი, 07 აგვისტო 2018

მზის სისტემის მახლობლად არსებული უცნაური ობიექტი, რომელიც ძალიან დიდია და უკიდურესად ძლიერი მაგნიტური ველი აქვს, ასტრონომებმა რადიოტელესკოპ Very Large Array-ის (VLT) გამოყენებით აღმოაჩინეს და SIMP J01365663+0933473 უწოდეს.

აღმოჩენილი პლანეტის ასაკი დაახლოებით 200 მილიონი წელია, ანუ ვარსკვლავური თვალსაზრისით, ის ჯერ მხოლოდ ჩვილია. ამასთანავე იგი „მოხეტიალეა“, ანუ არ მიეკუთვნება არც სხვა ობიექტს და მდებარეობს ჩვენგან 20 სინათლის წლის მანძილზე. მზის ზედაპირის 5500 გრადუს ცელსიუს ტემპრატურისგან განსხვავებით, ის შედარებით ცივია და მისი ზედაპირის ტემპერატურა 825 გრადუს ცელსიუსს აღწევს. მისი მაგნიტური ველი უკეთესად შესასწავლად ნამდვილად ღირს - ის იუპიტერის მაგნიტურ ველზე 200-ჯერ ძლიერია. ობიექტს იუპიტერზე 12.7-ჯერ მეტი მასა და აქვს და თავსდება ზუსტად პლანეტის ზედა ზღვარზე, რომლის იქით უკვე ყავისფერი ჯუჯა ვარსკვლავის ტერიტორია იწყება.

საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის განმარტების მიხედვით, ყავისფერი ჯუჯა არის ობიექტი, რომელიც პატარაა იმისათვის, რათა აწარმოოს წყალბადის სინთეზი - დომინანტი პროცესი, რომელიც ვარსკვლავებში ენერგიას გამოიმუშავებს, მაგრამ საკმარისად დიდია, რათა აწარმოოს მძიმე წყალბადის (დეტერიუმი) სინთეზი - დაბალ ტემპერატურაზე მიმდინარე პროცესი, რომელიც სასიცოცხლოა ახლად წარმოქმნილი ვარსკვლავებისთვის. ყავისფერ ჯუჯებს ხშირად „არშემდგარ ვარსკვლავებსაც“ უწოდებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]