weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ახალ Land Rover Defender-ს 2020 წელს წარადგენენ

14:06 ოთხშაბათი, 08 აგვისტო 2018

კომპანიამ Land Rover ახალი თაობის Defender-ის შემუშავება დაადასტურა. ავტომობილის გაყიდვა 2020 წელს დაიწყება. კომპანია ახალი Defender-ის დაახლოებით 10 ათასი ეგზემპლარის გაყიდვას გეგმავს. ახალი ყველგანმავლის შესახებ სრული ინფორმაცია კი საიდუმლოდ ინახება.

არაოფიციალური წყაროები იტყობინებიან, რომ კლიენტებისთვის ხელმისაწვდომი, 3 და 5-კარიანი ვერსიები, ღია და დახურული ძარით, ძვირადღირებული მოდიფიკაცია, აგრეთვე ექსტრემალური უგზოობისთვის განკუთვნილი ვერსია იქნება. სიახლის ძრავების გამაში უნდა შევიდეს ტურბოჩამბერიანი, ბენზინის და დიზელის, ოთხცილინდრიანი, ორლიტრიანი აგრეგატები, აგრეთვე სამლიტრიანი V6 ძრავაც. გარდა ამისა, გაყიდვაში ავტომობილის ელექტრონული ვერსიაც გამოჩნდება. სიახლის ამგვარი მოდიფიკაცია აღიჭურვება ერთი ელექტროძრავით და აკუმულატორით.

ცნობილია, რომ ამჟამინდელი თაობის Land Rover Defender-ის წარმოება 2016 წლის იანვარში შეწყდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]