weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ტრამპის დაზიანებული ვარსკვლავის ადგილას რამდენიმე ვარსკვლავი გაჩნდა

12:14 პარასკევი, 10 აგვისტო 2018

ჰოლივუდის ბულვარში არსებული დონალდ ტრამპის ვარსკვლავი უკანასკნელად გასულ თვეს დააზიანეს. ვანდალური ფაქტიდან მცირე ხანში კი ანონიმურმა ენთუზიასტებმა ტრამპის ვარსკვლავის ადგილზე რამდენიმე ვარსკვლავი დატოვეს.

ორი კვირის წინ ვარსკვლავი 24 წლის ოსტინ მიკელ კლეიმ დააზიანა, რისთვისაც ის დააკავეს და 20 000 დოლარი ჯარიმის გადახდა მოუწია.

ამჯერად კი ანონიმური ქუჩის ხელოვნებისგან შემდგარმა ჯგუფმა, სახელად The Faction, ვინილის მასალისგან დასაკრავი ვარსკვლავები დატოვეს და ქმედება იმით განმარტეს, რომ თუკი ბულვარში ვარსკვლავი არსებობს, ის უნდა იყოს, და თუ არ უნდა იყოს, მაშინ არც იქნებოდა. მოგვიანებით პოლიციამ ჯგუფის მიერ დაკრული ვარსკვლავები აიღო.

ჰოლივუდის დიდების ხეივანში არსებული ტრამპის ვარსკვლავის აღებას უამრავი ადამიანი და ორგანიზაცია ითხოვს, მიზეზად კი ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან ქალთა მიმართ არასასურველ მოპყრობას ასახელებენ. საკითხს აქტიურად განიხილავს ლოს ანჯელესის მერია და ჰოლივუდის კომერციის პალატა. იგივე მიზეზით ითხოვენ ბულვარიდან ბილ კოსბის ვარსკვლავის აღებასაც, რომელიც სექსუალური ძალადობის ბრალდებითაა გასამართლებული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]