weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

მამაკაცი, რომელმაც კუნძულზე ტყე მარტომ გააშენა

14:28 პარასკევი, 10 აგვისტო 2018

მდინარე ბრაჰმაპუტრაში არსებულ კუნძულ მაჯულიზე 550 ჰექტარზე გაშენებულ ტყეში ბევრი ცხოველი, მათ შორის ბენგალური ვეფხვი, ინდური მარტორქა და სპილოებიც სახლობენ. ეს ყველაფერი კი ერთი ადამიანის, ჯადავ პაიენგის დამსახურებაა.

ყველაფერი 1979 წელს დაიწყო, როდესაც 16 წლის ჯადავმა გვალვისაგან გადამწვარ კუნძულზე დახოცილი გველები ნახა და საამისოდ, კუნძულის გადასარჩენად ხეები დარგო. მას შემდეგ მამაკაცმა ხეების დარგვა ტრადიციად აქცია და საბოლოოდ უზარმაზარი ტყე მიიღო.

მაჯული პლანეტის ყველაზე დიდი ზომის კუნძულია, მათ შორის, რომლებიც მდინარეებშია აღმართული. გვალვის გამო ის მუდამ საფრთხეში იყო, ჯადავ პაიენგის გმირობამ კი მისი გადარჩენა შეძლო. ინდოელი აქტივისტი ახლაც აგრძელებს მცენარეების რეგულარულ რგვას.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]