weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ცოლთან ჩხუბის შემდეგ ამერიკელი მამაკაცი თვითმფრინავით სახლს დაეჯახა

17:25 სამშაბათი, 14 აგვისტო 2018

აშშ-ში, იუტას შტატში მცხოვრები მამაკაცი ცოლთან კამათის შემდეგ საკუთარ საცხოვრებელ სახლს მცირე ზომის თვითმფრინავით შეასკდა. ამ დროს სახლში მისი ცოლი და ბავშვი იმყოფებოდნენ. 47 წლის პილოტის გარდა, ყველა გადარჩა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, პოლიცია ვარაუდობს, რომ მამაკაცი სახლს განზრახ დაეჯახა.

ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, მამაკაცი ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა იზოლატორიდან გამოსვლა გირაოს გადახდით შეძლო. რამდენიმე საათის შემდეგ, მამაკაცი მისი საცხოვრებელი სახლიდან 25 კილომეტრში მდებარე აეროპორტიდან აფრინდა, გეზი პირდაპირ სახლისკენ აიღო და ორსართულიან შენობას შეასკდა.

არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი მამაკაცის უფროსს ეკუთვნოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]