weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ჰიუ ლორი ორ ახალ სერიალში გამოჩნდება

12:21 პარასკევი, 24 აგვისტო 2018

სერიალ „ექიმი ჰაუსის“ ვარსკვლავი ჰიუ ლორი მთავარ როლს შეასრულებს ახალ კომედიურ სამეცნიერო-ფანტასტიკურ სერიალში, რომლის ავტორი სატირული კომედიებით ცნობილი სცენარისტი და რეჟისორი არმანდო იანუჩი გახლავთ.

სერიალში სათაურად Avenue 5, მოქმედება მომავალ დროში, კოსმოსში განვითარდება. ინგლისელი მსახიობი მასში ხომალდ Avenue 5-ის ქარიზმატული კაპიტნის, რაიან კლარკის როლს შეასრულებს.

ჰიუ ლორისა და „სტალინის სიკვდილით“ ცნობილი არმანდო იანუჩისთვის აღნიშნული სერიალი მორიგი თანამშრომლობა იქნება პოლიტიკურ-სატირული სერიალ Veep-ისა და ჩარლზ დიკენსის „დევიდ კოპერფილდის“ ახალი, თანამედროვე ეკრანიზაციის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ სამი ოქროს გლობუსის ჯილდოს მფლობელი ჰიუ ლორი ასევე გამოჩნდება ჯორჯ კლუნის მიერ წარმოებულ ექვსეპიზოდიან დრამატულ მინი-სერიალში Catch-22, რომელიც ჯოზეფ ჰელერის ამავე სახელწოდების საომარი სატირული რომანის ადაპტაცია იქნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]