weather cur horoscope tv
იანვარი 25, 2021

მაიკლ ჯექსონის ბოლო ალბომში სიმღერებს სხვა მომღერალი ასრულებს

12:45 ორშაბათი, 27 აგვისტო 2018 hits 1777

კომპანიამ Sony Music, რომელიც მაიკლ ჯექსონის ალბომებზე მუშაობდა, სასამართლო პროცესის დროს აღიარა, რომ მომღერლის ბოლო ალბომში სათაურად Michael, პოპ-ვარსკვლავის ნაცვლად სხვა მომღერლის ხმა ჟღერს.

ალბომი Michael 2010 წელს, მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ ნახევარ წელიწადში გამოუშვეს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯექსონის გარდაცვალებამდე რამდენიმე სიმღერის ჩაწერა 2007 წელს პროდიუსერის ედი კაშიოს სტუდიაში მოესწრო. ეს სიმღერებია: “Monster”, “Keep Your Head Up”, “Breaking News”

ალბომის მოსმენის შემდეგ არა მხოლოდ ფანებს გაუჩნდათ ეჭვი, არამედ - ჯექსონის ოჯახის წევრებსაც. The Jackson Estate-მა, რომელიც მომღერლის შემოქმედების მემკვიდრეობას ინახავს, Sony Music-თან ერთად გამოძიების დაწყება გადაწყვიტეს.

8-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, დადგინდა, რომ ზემოთხსენებულ სამ სიმღერას მართლაც სხვა შემსრულებელი მღერის. ხმისჩამწერ სტუდიას შესაძლოა დანაშაული წარედგინოს.

შეგახსენებთ, რომ პოპის ლეგენდა მაიკლ ჯექსონი 2009 წელს, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]