weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

ქურთ მეომრებთან ერთად სირიაში მებრძოლ ამერიკელ მოხალისეებზე ჰოლივუდში ფილმს გადაიღებენ

15:57 შაბათი, 25 მარტი 2017

ოსკარის ნომინანტი მსახიობი ჯეიკ ჯილენჰოლი მთავარ როლს შეასრულებს ფილმში სათაურით - The Anarchists vs ISIS (ანარქისტები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ), რომელიც პოპულარულ ამერიკულ ჟურნალ Rolling Stone-ში, თებერვალში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით მომზადდება. სეთ ჰარპის მიერ დაწერილი სტატია ამერიკელი მოხალისეების შესახებაა, რომლებიც სირიაში ე.წ. „ისლამური სახემწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ქურთი მეომრების მხარდამხარ ჩაებნენ.

ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია რეალური ისტორიაა ამერიკელ მოხალისეთა მრავალფეროვან ჯგუფზე, რომელიც სირიაში ადგილობრივი ქურთების დაჯგუფებასთან ერთად ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოდა და პატარა ანარქისტულ გაერთიანებაში საკუთარი შენაერთი შექმნა.

ფილმს შვედი რეჟისორი დანიელ ესპინოზა გადაიღებს, რომლისთვისაც აღნიშნული საომარი ფილმი ჯეიკ ჯილენჰოლთან მეორე ერთობლივი თანამშრომლობა იქნება სამეცნიერო ფანტასტიკური საშინელებათა ჟანრის კინოსურათ „სიცოცხლის“ (Life) შემდეგ, რომელიც მსოფლიო კინოეკრანებზე ახლახანს გამოვიდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]