weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჯეიკ ჯილენჰოლი მეორე მსოფლიო ომის პერიოდის საფრანგეთში გაემგზავრება

16:36 ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017

ოსკარის ნომინანტი ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯეიკ ჯილენჰოლი მთავარ როლს შეასრულებს მეორე მსოფლიო ომის შესახებ შექმნილ ფილმში სათაურად „დაკარგული მფრინავი“ (The Lost Airman), რომლის პროდიუსერიც თავად იქნება.

ფილმს სეთ მაიეროვიცის ამავე სახელწოდების მქონე წიგნის მიხედვით გადაიღებენ, რომელიც ამერიკელი პილოტის, არტურ მაიეროვიცის რეალური ისტორიის შესახებაა. მფრინავის შესახებ რეალური მასალები მცირე ხნის წინ გახდა ცნობილი. მისი თვითმფრინავი 1943 წელს ნაცისტების მიერ ოკუპირებული საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. მაიეროვიცი დაუმეგობრდა მარსელ ტაიანდიეს, რომელმაც ლეგენდარული ფრანგული შეიარაღებული დაჯგუფება „რეზო მორანჟი“ შექმნა. ტაიანდიე არტურ მაიეროვიცს გესტაპოსგან დამალვასა და გაქცევაში დაეხმარა.

ფილმის რეჟისორი ჯერ-ჯერობით არაა ცნობილი,კიდევ ერთი პროდიუსერი კი ოსკაროსანი ჯონ ლეშერი (ფილმით - Birdman) იქნება. აღსანიშნავია, რომ ახალი ფილმი ჯეიკ ჯილენჰოლისთვის საკუთარი მონაწილეობით მესამე საპროდიუსერო ნამუშევარი იქნება - აქამდე მან ფილმები End of Watch და Nightcrawler დააფინანსა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]