weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ტარანტინომ რომან პოლანსკისა და ჩარლზ მენსონის როლებისთვის მსახიობებს მიაგნო

11:43 პარასკევი, 31 აგვისტო 2018

კვენტინ ტარანტინო თავისი გახმაურებული პროექტისთვის სათაურად „ერთხელ ჰოლივუდში“, აქტიურად განაგრძობს მსახიობთა შერჩევას. ფილმის გადაღებები უკვე დაწყებულია, სამსახიობო ჯგუფს კი საკვანძო პერსონაჟების შემსრულებლები ემატება.

როგორც ორი ოსკარის მფლობელმა სცენარისტმა და რეჟისორმა ადრევე განაცხადა, რომან პოლანსკის როლზე იგი ფართო მასებისთვის უცნობ პოლონელ მსახიობს ეძებდა. ტარანტინოს საბოლოო არჩევანი რაფალ ზავერუხაზე შეჩერდა.

რაც შეეხება კრიმინალ ჩარლზ მენსონს, რომლის სექტამაც მხეცურად მოკლა რომან პოლანსკის ორსული მეუღლე, მსახიობი შერონ ტეიტი, მის როლს ფილმში ავსტრალიელი დეიმონ ჰერიმანი შეასრულებს. ჩარლზ მენსონი ფილმში ეპიზოდურად გამოჩნდება.

აღსანიშნავია, რომ დეიმონ ჰერიმანი ჩარლზ მენსონს ასევე განასახიერებს დევიდ ფინჩერის კრიმინალური სერიალის, Mindhunter-ის მეორე სეზონში.

მცირე ხნის წინ, კვენტინ ტარანტინოს რიგით მე-9 ფილმის ქასთს ასევე დაემატნენ ახალგაზრდა მსახიობები: ლინა დანემი, ლორენცა იზო, ოსტინ ბატლერი და ეთან ჰოუკისა და უმა თურმანის ქალიშვილი - მაია ჰოუკი, იქამდე კი - ჯეიმს მარსდენი, სკუტ მაკნეირი, ჯეიმს რემარი, ბრენდა ვაკარო, მარკო როდრიგესი და სხვები.

შეგახსენებთ, რომ ფილმში, რომლის სიუჟეტი 60-იანი წლების მიწურულს ჰოლივუდში ვითარდება, მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო და ბრედ პიტი შეასრულებენ. მათ გარდა მონაწილეობას ასევე მიიღებენ: მარგო რობი, კურტ რასელი, მაიკლ მადსენი, ტიმ როთი, ალ პაჩინო, დაკოტა ფენინგი, დამიან ლუისი და სხვა მსახიობები.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]