weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ქრის ჰემსუორთი ინდოეთში საბრძოლველად გაემგზავრება

13:09 შაბათი, 01 სექტემბერი 2018

ჰოლივუდის ვარსკვლავი ქრის ჰემსუორთი მთავარ როლს შეასრულებს მძაფრსიუჟეტიან თრილერში სათაურად „დაკა“ (Dhaka), რომელსაც პროფესიონალი კასკადიორი, ქრის ევანსის დუბლიორობით ცნობილი სემ ჰარგრეივი გადაიღებს. ფილმის სცენარის ავტორები და პროდიუსერები ჯო და ენტონი რუსოები არიან, რომლებსაც ჰემსუორთთან და ჰარგრეივთან ერთად „მარველის“ სერიულ ფილმებზე უმუშავიათ.

ეგზოტიკურ ექშენ-ფილმში 35 წლის ავსტრალიელი მსახიობი დაქირავებულ სამხედრო მებრძოლს განასახიერებს, რომელმაც ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში გატაცებული ინდოელი ბიზნესმენის შვილი უნდა გამოიხსნას.

ფილმის პრემიერა ტელეარხ „ნეტფლიქსზე“ შედგება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]