weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

რუსეთის სახელით ოსკარის მოპოვებას კონსტანტინ ხაბენსკის ფილმი შეეცდება

13:41 სამშაბათი, 11 სექტემბერი 2018

პროდიუსერ ალექსანდრ როდნიანსკის განცხადებით, რუსეთის რჩეული ფილმი ოსკარების წლევანდელი დაჯილდოებისთვის უცხოური ფილმის კატეგორიაში წარსადგენად, კონსტანტინ ხაბენსკის სარეჟისორო დებიუტი „სობიბორი“ (Собибор) იქნება. რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულ დრამაში მთავარ როლს თავად ხაბენსკი ასრულებს.

რუსეთის საოსკარე კომიტეტის განმარტებით, არჩეულ ფილმს სხვა კანდიდატებთან შედარებით ყველაზე მეტი შანსი აქვს, რათა ამერიკის კინოაკადემიის ყურადღება მიიქციოს.

„სობიბორი“ ალექსანდრ პეჩორსკის (1909-1990) რეალურ ისტორიას გვიამბობს. სამხედრო ტყვედ ჩავარდნილმა წითელარმიელმა 1943 წლის 14 ოქტომბერს სობიბორის საკონცენტრაციო ბანაკიდან, სადაც 250 000 ებრაელი მოკლეს, ტყვეების მასიური გაქცევა მოაწყო.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოდან ოსკარზე ხსენებულ ნომინაციაში მოსახვედრად „ნამე“ იბრძოლებს.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]