weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თუთიყუში არას ლურჯი სახეობა გადაშენდა

15:00 სამშაბათი, 11 სექტემბერი 2018

ბრაზილიური ენდემური თუთიყუშის სახეობა პატარა ლურჯი არა, იგივე სპიქსის არა (Cyanopsitta spixii), რომელიც პოპულარული გახდა ანიმაციური ფილმით „რიო“, ველურ სამყაროში აღარ არსებობს და გადაშენებულად გამოცხადდა.

ამ დროისთვის პლანეტის მასშტაბით ლურჯი არას დაახლოებით 60-80 ინდივიდია, რომლებიც კერძო საკუთრებაში არიან და გალიებში ცხოვრობენ.

ლურჯი არას გადაშენების ცნობა ინგლისის ქალაქ კემბრიჯში არსებული ორგანიზაცია BirdLife International-ის კვლევებით დადგინდა. მეცნიერები სახეობის გაქრობის მიზეზად პირველ რიგში დეფორესტაციას ასახელებენ.

ხსენებული სახეობის თუთიყუშები ბრაზილიაში ცხოვრობდნენ, ბინადრობდნენ ტყეებში, ხეების ფუღუროებში. საშუალოდ 2 კვერცხს დებდნენ, იკვებებოდნენ მცენარის ნაყოფითა და თესლით.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]