weather cur horoscope tv
ივლისი 15, 2024

ასტეროიდებისგან დედამიწის დამცავი ხელსაწყო დასრულების ეტაპზეა

17:40 სამშაბათი, 18 სექტემბერი 2018

დედამიწის სიახლოვეს კოსმოსში დაახლოებით 18 000 ისეთი ასტეროიდი დაჰქრის, რომელთა ორბიტაც ხანდახან დედამიწას უახლოვდება. გამორიცხული არაა, რომ მილიონობით წლის განმავლობაში ზოგიერთი მათგანი დედამიწას შეეჯახოს.

სწორედ ამ საფრთხის გამო, ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA), NASA და სხვა კოსმოსური სააგენტოები ავითარებენ ხელსაწყოებს, რომლებმაც დედამიწასთან სახიფათო მანძილზე მოახლოების შემთხვევაში ობიექტები უნდა გაანეიტრალოს.

ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია NASA-ს ორმაგი ასტეროიდის გადამისამართების ტესტი (DART) ანუ მსოფლიოში პირველი კოსმოსური ხომალდი, რომელიც სპეციალურად დაპროექტებულია ჩვენკენ მომავალ ასტეროიდთა მიმართულების შესაცვლელად. ამ ხომალდზე მუშაობა ახლახანს დამამთავრებელ ფაზაში გადავიდა და კოსმოსში ის უახლოეს რამდენიმე წელიწადში გაეშვება.

მისია DART-ის სატესტო გაშვება 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მაისამდე პერიოდში იგეგმება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]