weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

როგორ შეიცვალა ადამიანის ხელის ძალა ათასობით წლის განმავლობაში

16:29 ხუთშაბათი, 20 სექტემბერი 2018

პოლიტიკური, სატირული და კრეატიული ილუსტრაციებით ცნობილმა აზერბაიჯანელმა მხატვარმა გუნდუზ აღაევმა მორიგი ნამუშევრების სერია შექმნა. ავტორის განმარტებით, ნახატებზე შედარებაა, თუ რას აკეთებდა კაცობრიობა საკუთარი ხელით ათასობით წლების წინ და რას აკეთებს ახლა.

„ადამიანის ხელი აშენებდა სახლებსა და ხიდებს, ქმნიდა საოცარ კულტურულ შედევრებს, ხელოვნებაში, ლიტერატურაში, მუსიკასა თუ სხვა სფეროში, თუმცა ამავე დროს ადამიანის ხელი გადამწყვეტ როლს ასრულებს ნგრევასა და ძალადობაში. ადამიანის ხელს შუძლია შექმნაც და განადგურებაც, ეს ყველაფერი ჩვენს ხელთაა“ - წერს 38 წლის მხატვარი და აქტივისტი.

გუნდუზ აღაევის ახალ 10 ილუსტრაციაზე ნაჩვენებია პირველყოფილისა და თანამედროვე ადამიანის ერთნაირი დამოკიდებულება სხვადასხვა ქმედებასა და რეაქციაზე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]