weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

აარონ პოლი Westworld-ის ახალ სეზონში გამოჩნდება

14:48 შაბათი, 22 სექტემბერი 2018

საკულტო სერიალ Breaking Bad-ის ვარსკვლავი აარონ პოლი HBO-ს პოპულარულ სამეცნიერო ფანტასტიკურ სერიალ Westworld-ის მესამე სეზონში მიიღებს მონაწილეობას.

სერიალის შოურანერები ჯერ-ჯერობით არ აზუსტებენ, თუ რა როლი ექნება აარონ პოლს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის მსახიობი ახალ ეპიზოდებში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს.

ველური დასავლეთის ხელოვნურად შექმნილი სამყაროს შესახებ არსებულ სერიალზე, ამერიკელი ფანტასტი მწერლის, მაიკლ კრაიტონის რომანისა და ამავე რომანზე დაფუძნებული 1973 წელს გამოსული ფილმის მიხედვით, აღიარებული რეჟისორის, ქრისტოფერის ნოლანის ძმამ ჯონათან ნოლანმა, მისმა რეჟისორმა მეუღლე ლაიზა ჯოიმ და ცნობილმა პროდიუსერმა და რეჟისორმა ჯ.ჯ. აბრამსმა იმუშავეს. ახალი სეზონის წარმოებაზე იგივე ტრიო დაკავდება.

სერიალის პირველი სეზონი 2016 წელს გამოვიდა, მეორე კი - 2018 წელს. კრიტიკისა და მაყურებლებისგან დადებითად შეფასებულმა სერიალმა სხვადასხვა დაჯილდოებებზე 120-ზე მეტი ნომინაცია და 30-მდე ჯილდო მოიპოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]