weather cur horoscope tv
ოქტომბერი 03, 2023

დროში მოგზაურობა ვახანის მთიანეთში

12:06 სამშაბათი, 25 სექტემბერი 2018

ავღანეთში მდებარე ვახანის დერეფანი ერთ-ერთი ყველაზე მიუდგომელი დაუსახლებელი ადგილია მთელ დედამიწაზე. ბადახშანის პროვინციის ეს მთებით დაფარული „წანაზარდი“ 320 კილომეტრზე იჭრება ტაჯიკეთსა და პაკისტანს შორის, სანამ წინ დასავლეთ ჩინეთის ყინულით დაფარული მწვერვალები არ აღუდგება.

XIX საუკუნეში ეს დერეფანი რუსებმა და ბრიტანელებმა ბუფერულ ზონად აქციეს, რათა თავ-თავიანთი იმპერიები აზიაში ერთმანეთს დაეშორებინათ. ვახანი კვლავ რჩება ავღანეთის მივიწყებულ „წანაზარდად“.

70 000 ვახანიდან 17 000-მდე მიწათმოქმედებასა და მომთაბარეობას მისდევს. ისინი დღემდე შუა საუკუნეების ტიპის საძოვრებსა და ქვის ღობით გარშემორტყმულ ქოხებში ცხოვრობენ. მათი ინდოევროპული ენა, რომელსაც ვახის უწოდებენ, სპარსულს ენათესავება.

ომის ქარცეცხლში გახვეულ ავღანეთში ვახანი კიდევ უფრო ღარიბი, უკიდურესად იზოლირებული და ჰინდუქუშის მთებით დაცული მოჩანს. „მშვიდობის ოაზისში“ იაკებზე მჯდომი გლეხები კალოზე დაატარებენ ხარებს და ბიბლიური წესით ლეწავენ თავთავებს, უძველესი ეპოქის წყლის წისქვილები კი მარცვალს ფქვავენ. აქაური ფერმერები ზომიერ ისმაილიზმს მისდევენ და ქალებიც პირბადის გარეშე დადიან.

სეზონური ნაგებობა სახელად კაპა, ტოტებით, ფოთლებითა და ბალახითაა აგებული. ზაფხულის თვეებში კაპა დღისით ჩრდილს, ღამით კი უფრო კომფორტულ საძინებელს უზრუნველყოფს.

National Geographic-ის ცნობილი მკვლევარის, პოლ სალოპეკის თქმით, ქვეყნის სხვა კუთხეებისგან განსხვავებით, აქ არავინ ატარებს იარაღს, რადგან თოვლიან მწვერვალებს არა სამხედროები, არამედ თოვლის ლეოპარდები დარაჯობენ.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]