weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ზოოლოგებმა ყველა დროის უდიდესი ფრინველი დაასახელეს

16:49 პარასკევი, 28 სექტემბერი 2018

ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე მტკიცებულებათა კონფლიქტისა და მრავალი პუბლიკაციის შემდეგ, ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების (ZSL) მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დაასახელა უდიდესი ფრინველი, რომელსაც ოდესმე უცხოვრია დედამიწაზე.

ჟურნალ Royal Society Open Science-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ეს ტიტული Vorombe titan-ს ერგო, რადგან ის 800 კგ-ს იწონიდა, სიმაღლეში კი სამ მეტრს აღწევდა. ეს უჩვეულო არსება შორეულ წარსულში კუნძულ მადაგასკარზე ბინადრობდა. მეცნიერები ამ ქმნილებას სპილო-ფრინველსაც უწოდებენ. Vorombe მალაგასიურ ენაზე ნიშნავს „ფრინველს“, titan კი ბერძნულად - „დიდს“.

ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ არსებობდა სპილო-ფრინველის ორი გვარის 15 სხვადასხვა სახეობა, მაგრამ ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს მოსაზრება ძლიერ მცდარია.

დოქტორმა ჯეიმს ჰენსფორდმა, მთელი მსოფლიოს მუზეუმებში გამოფენილი სპილო-ფრინველების ასობით ნამარხი შეისწავლა, რის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სინამდვილეში მათი ტაქსონომია ვრცელდება სამ გვარში და სულ მცირე ოთხ სხვადასხვა სახეობაში.

სპილო-ფრინველები (მიეკუთვნება ეპიორნისის ჯგუფს) ამჟამად გადაშენებულ უზარმაზარ არამფრინავ ფრინველთა ჯგუფია, რომლებიც კუნძულ მადაგასკარზედაახლოებით 2 მილიონი წლის წინ ბინადრობდნენ და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს კუნძულის ევოლუციის ისტორიაში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]