weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

იაპონურმა ხომალდმა ასტეროიდის ზედაპირიდან ახალი ფოტოები გამოგზავნა

11:32 სამშაბათი, 02 ოქტომბერი 2018

რამდენიმე დღის წინ იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ (JAXA) დედამიწიდან 280 მილიონი კმ მანძილზე მდებარე ასტეროიდ „რიუგუზე“ ორი ციცქნა რობოტული მავალი დასვა. მათი მიზანი ასტეროიდის დეტალური კვლევაა. რობოტებმა მშობლიურ პლანეტაზე უკვე ფოტოების მეორე პარტია გამოგზავნეს.

იაპონიის კოსმოსური სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სურათებზე ასახულია ასტეროიდის კლდოვანი ზედაპირის სხვადასხვა ადგილები.

უპილოტო ხომალდ Hayabusa2-ს ასტეროიდ „რიუგუმდე“ მისაღწევად სამ წელიწადზე მეტი დასჭირდა.

გეგმის მიხედვით, ხომალდი ასტეროიდის ზედაპირზე ცოტა ხანში უფრო დიდ, ფრანგულ-გერმანულ მავალს გადასვამს, მომავალ წელს კი თავად დაჯდება, აიღებს ნიმუშებს და კვლევისთვის უკან, დედამიწაზე ჩამოიტანს.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ამ ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზის შემდეგ, ფარდა აეხდება მზის სისტემის მრავალ საიდუმლოს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]