weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კლინტ ისტვუდი ხანდაზმული ნარკოკურიერის როლში

13:44 ორშაბათი, 08 ოქტომბერი 2018

4 ოსკარის მფლობელი მსახიობი, სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი კლინტ ისტვუდი ახალი ფილმით ბრუნდება. კრიმინალური დრამა სათაურად The Mule, რომელიც რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული, ხანდაზმული ნარკოკურიერის შესახებ გვიამბობს.

ახალი ფილმი, რომლის რეჟისორიც თავადაა, 88 წლის კლინტ ისტვუდისთვის მსახიობის ამპლუაში 2012 წლის შემდეგ პირველი მთავარი როლია. ფილმის სცენარის ავტორი ნიკ შენკი გახლავთ, რომელსაც ისტვუდისავე „გრან ტორინოს“ (2008) სცენარი ეკუთვნის.

სიუჟეტი ასაკოვანი ერლ სტოუნის ირგვლივ ვითარდება. პერსონაჟი დაფუძნებულია მეორე მსოფლიო ომის ვეტერან ლეო შარპზე, რომელიც 87 წლის ასაკში მექსიკურ კარტელთან თანამშრომლობდა და ნარკოტიკი სხვადასხვა შტატებში გადაჰქონდა.

კინოკრიტიკოსები ისტვუდის უახლეს ნამუშევარს, რომელიც დეკემბერში გამოვა, წარმატებას უწინასწარმეტყველებენ და მას კინოჯილდოების კანდიდატად განიხილავენ, რადგან ფილმის შემქმნელებსაც სწორედ ე.წ. საოსკარე სეზონში სურთ ფილმის მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს კლინტ ისტვუდის რეჟისორობით უკვე გამოვიდა სხვა ბიოგრაფიული ფილმი, რომელიც ასევე რეალურ ამბებზე, კერძოდ კი 2015 წელს პარიზში მატარებელზე განხორციელებული თავდასხმისა და მგზავრების გმირობის ისტორიის შესახებაა. ფილმში, რომელსაც კრიტიკოსებისა და მაყურებლებისგან დაბალი შეფასებები ხვდა წილად, მთავარ როლებს თავად რეალური გმირები ასრულებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]