weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ვიქტორ ცოის შესახებ მხატვრულ ფილმს მისი ჯგუფის ყოფილი წევრი გადაიღებს

16:54 სამშაბათი, 13 ივნისი 2017

რუსული როკ-მუსიკის ერთ-ერთ გურუდ მიჩნეული მუსიკოსის, ჯგუფ „კინოს“ სოლისტ ვიქტორ ცოის შესახებ მხატვრულ ფილმზე მუშაობა მიმდინარე თვეს დაიწყება. ბიოგრაფიული სურათის ავტორი და რეჟისორი როკ-ჯგუფ „კინოს“ ერთ-ერთი პირველი წევრი ალექსეი რიბინი იქნება.

რიბინმა სცენარი პირადი მოგონებებისა და ვიქტორ ცოისთან ერთობლივი შემოქმედებითი თანამშრომლობის ისტორიაზე ააგო. 1981 წელს დუეტმა მუსიკალური ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელსაც ალექსეი ტოლსტოის ნაწარმოების მიხედვით „გარინი და ჰიპერბოლოიდები“ ეწოდა, თუმცა ჯგუფს სახელი მალევე შეეცვალა და „კინო“ დაერქვა. ორი წლის განმავლობაში ალექსეი რიბინი პოპულარული საბჭოური როკ-ჯგუფის გიტარისტი იყო, თუმცა ვიქტორ ცოისთან უთანხმოების გამო მუსიკალური კოლექტივი დატოვა.

სიუჟეტის სხვა დეტალები და მთავარი როლის შემსრულებლის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია. რიბინისთვის კი აღნიშნული სურათი რეჟისორის ამპლუაში მეორე მხატვრული ფილმი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ცოის შესახებ სხვა ბიოგრაფიულ სურათზე მუშაობა პარალელურად უკვე მიმდინარეობს და მას თეატრის რეჟისორი კირილ სერებრენიკოვი იღებს, ფილმის სამუშაო სათაური კი „ზაფხულია“.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]