weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

რემბოზე შექმნილ მე-5 სერიას „უკანასკნელი სისხლი“ ერქმევა

15:32 ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი 2018

ჰოლივუდის ვეტერანმა ვარსკვლავმა სილვესტერ სტალონემ ბოლო კვირებში ინტერნეტით გაავრცელა კადრები, რომლებიც მისი საკულტო კინოპერსონაჟის, ჯონ რემბოს შესახებ მე-5 სერიის გადასაღები მოედნიდანაა. ახალ ნაწილს სათაურად „რემბო: უკანასკნელი სისხლი“ (Rambo: Last Blood) ერქმევა.

ფილმის სათაური კიდევ ერთხელ მიანიშნებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 72 წლის სილვესტერ სტალონე უკანასკნელად ასრულებს პოპულარულ კინოგმირს. ცნობისთვის, რემბოს შესახებ არსებული პირველი ფილმის სათაური „პირველი სისხლი“ (First Blood) გახლავთ.

სათაურის მსგავსად, აქამდე უცნობი იყო რეჟისორის ვინაობაც, ახლა კი ცნობილია, რომ რემბოს მე-5 ნაწილს ადრიან გრიუნბერგი იღებს, რომელსაც აქამდე მხოლოდ ერთი ფილმი, მძაფრსიუჟეტიანი დრამა Get the Gringo (2012) აქვს გადაღებული.

ახალი ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მთავარ გმირს, რომელიც აშშ-მექსიკის საზღვართან რანჩოში მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს, ბრძოლა მოუწევს მექსიკურ დაუნდობელ ნარკოკარტელთან, რომელმაც მისი მეგობრის ქალიშვილი გაიტაცა.

სტალონეს პარტნიორობას ესპანელი მსახიობი პას ვეგა გაუწევს, რომლის პერსონაჟსაც კარმენ დელგადო ჰქვია. იგი რეპორტიორია და გატაცებული გოგონას ნახევარდაა. მთავარ უარყოფით გმირს კი სერხიო პერის-მენჩეტა განასახიერებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ: ახალგაზრდა მსახიობი ივეტ მონრეალი და მექსიკელი ოსკარის ნომინანტი ადრიანა ბარასა.

ფილმის სცენარის ავტორები თავად სილვესტერ სტალონე და მეთიუ სირიულნიკი არიან. გადაღებები ამჟამად ბულგარეთში მიმდინარეობს, საიდანაც უბერებელი კინოვარსკვლავი ფოტოებს რეგულარულად ავრცელებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]