weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

პოლიციამ ლამბალოდან გატაცებული 17 წლის გოგონა იპოვა

12:22 ხუთშაბათი, 18 ოქტომბერი 2018

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოდან 6 დღის წინ გატაცებული 17 წლის გოგონა იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში იმყოფებოდა.

როგორც შსს-ში განაცხადეს, გოგონას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისათვის მასთან ფსიქოლოგი მუშაობს, რის შემდეგაც ფსიქოლოგის და ადვოკატის თანდასწრებით გამოკითხავენ.

17 წლის გოგონა სოფელ ლამბალოდან 12 ოქტომბერს, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გაიტაცეს. შეტყობინების მიღებისთანავე სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დაიწყეს, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

„გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ფაქტზე მონიტორინგს ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი“, - განაცხადეს სამინისტროში.

გოგონას ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ გამტაცებელი მათივე თანასოფლელია. კითხვაზე - დააკავეს თუ არა სამართალდამცველებმა შესაძლო დამნაშავე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]