weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ლომისის ეკლესიასთან ახლოს რუსმა სამხედროებმა 2 ადამიანი დააკავეს

12:29 კვირა, 21 ოქტომბერი 2018

ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის (ლომისა) მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა ორი ადამიანი დააკავეს. როგორ „რეგინფოს“ ლომისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მამა დავითმა უთხრა, რუსების ბაზაზე ორი ადამიანია გადაყვანილი, რომელთაგან ერთი სასულიერო პირია, მეორე კი მონასტერში დროებით მცხოვრები მამაკაცი.

მამა დავითის თქმით, შემთხვევა გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა.

„ლომისის ეკლესიის მარცხენა მხარეს ქსნის ხეობაა, მარჯვნივ - არაგვის. ეკლესიაში წყალი არ არის, რის გამოც მამები წყლის ამოსატანად ქსნის ხეობაში ჩადიან. რუსი სამხედროები მათ იცნობენ და არავინ არაფერს ეუბნება. ამჯერად იქ ისეთი ადამიანი ჩავიდა, რომელსაც მონასტრიდან ნებართვა არ ჰქონდა.

მან რუსული არ იცოდა და ვერ აუხსნა, რომ მონასტრიდან იყო. როდესაც მამებმა დაინახეს, რომ ხეობაში ჩოჩქოლი იყო, თავადაც ჩავიდნენ, სადაც სამხედროებმა უთხრეს, რომ ამ კაცს არ იცნობდნენ და წესის მიხედვით, მისი ვინაობის გასარკვევად უნდა წაეყვანათ. წაიყვანეს კიდეც რუსულ ბაზაზე. ორივე სასულიერო პირს უშვებდნენ, თუმცა ერთი დაკავებულს ბაზაზე გაჰყვა. დაკავებულს ალბათ ჯარიმას გადაახდევინებენ და გამოუშვებენ. მსგავსი შემთხვევა აქამდე არ მომხდარა“, - ამბობს მამა დავითი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. სუს-ის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით უკვე ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დაკავებულების გათავისუფლება უმოკლეს დროში მოხდეს“, - უთხრეს „რეგინფოს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ლომისის მამათა მონასტერი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში მდებარეობს.

 

ამ თემაზე:

რუსმა სამხედროებმა ლომისის ეკლესიასთან დაკავებული ორი ადამიანი გაათავისუფლეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]