weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

რუსმა სამხედროებმა ლომისის ეკლესიასთან დაკავებული ორი ადამიანი გაათავისუფლეს

19:54 კვირა, 21 ოქტომბერი 2018

ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ორი ადამიანი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია „რეგინფოს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქსნის ხეობაში ორი ადამიანი გუშინ დააკავეს. მათგან ერთი სასულიერო პირია, მეორე კი მონასტერში დროებით მცხოვრები მამაკაცი.

„მამები წყლის ამოსატანად ქსნის ხეობაში ჩადიან. რუსი სამხედროები მათ იცნობენ და არავინ არაფერს ეუბნება. ამჯერად იქ ისეთი ადამიანი ჩავიდა, რომელსაც მონასტრიდან ნებართვა არ ჰქონდა. მან რუსული არ იცოდა და ვერ აუხსნა, რომ მონასტრიდან იყო. როდესაც მამებმა დაინახეს, რომ ხეობაში ჩოჩქოლი იყო, თავადაც ჩავიდნენ, სადაც სამხედროებმა უთხრეს, რომ ამ კაცს არ იცნობდნენ და წესის მიხედვით, მისი ვინაობის გასარკვევად უნდა წაეყვანათ. წაიყვანეს კიდეც რუსულ ბაზაზე. ორივე სასულიერო პირს უშვებდნენ, თუმცა ერთი დაკავებულს ბაზაზე გაჰყვა. მსგავსი შემთხვევა აქამდე არ მომხდარა“, – უთხრა „რეგინფოს“ მონასტრის წინამძღვარმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ორი ადამიანი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით იყო დაკავებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]