weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გურჯაანის სასამართლომ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა

14:50 სამშაბათი, 12 თებერვალი 2019

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი დავით კირკიტაძე, რომელსაც ბრალად პოლიციელზე თავდასხმა ედება, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა განიხილა.

კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს. ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა დღეს მისი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

დავით კირკიტაძე 2018 წლის დეკემბერში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში გამართული აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის დააკავეს. 20 დეკემბერს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კირკიტაძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]