weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

დავით კირკიტაძეს პატიმრობა შეეფარდა

12:30 ხუთშაბათი, 20 დეკემბერი 2018

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მისივე თქმით, ოპოზიცია საპროტესტო გამოსვლებსაც გააგრძელებს.

სამართალდამცავებმა დავით კირკიტაძე ველისციხეში აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, თავდასხმას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, კირკიტაძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]