weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

უზენაესმა სასამართლომ დემურ სტურუას საქმეზე პოლიციელი უდანაშაულოდ სცნო

14:05 ხუთშაბათი, 28 თებერვალი 2019
ფოტოზე დემურ სტურუას დედა ფოტოზე დემურ სტურუას დედა

უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე ბრალდებული პოლიციელი, გოდერძი თევზაძე უდანაშაულოდ სცნო. თევზაძის ადვოკატის, ლედი ტუკვაძის განცხადებით, ამის შესახებ მისთვის დღეს გახდა ცნობილი.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

დემურ სტურუამ 2016 წლის 7 აგვისტოს, სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობამდე დატოვებულ წერილში სტურუა წერდა, რომ პოლიციელი გოდერძი თევზაძე მასზე ზეწოლას ახორცილებდა, რაც მისი თვითმკვლელობის მიზეზი გახდა.

წერილის მიხედვით, პოლიციელი დემურ სტურუას სთხოვდა, მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სოფლებში - დაფნარში, კულაშსა და საჯავახოში. დემურ სტურუას წერილის ბოლოში მიწერილი აქვს „დედა, დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა“.

2016 წლის 29 აგვისტოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გოდერძი თევზაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 115-ე მუხლით წარუდგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. პოლიციელი მიმალვაში იმყოფებოდა და პროკურატურას მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. თევზაძე სამართალდამცავებს 13 სექტემბერს ჩაბარდა. სასამართლოში მისი საქმის არსებითი განხილვა 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, 2017 წლის 9 ივნისს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის შემდეგ კი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. პროკურატურამ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, 2018 წლის ივნისში, გოდერძი თევზაძე სააპელაციო სასამართლომაც გაამართალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]