weather cur horoscope tv
ოქტომბერი 27, 2020

აბასთუმანში ტუბსაავადმყოფო დაიხურა

22:28 კვირა, 24 მარტი 2019 hits 845

კურორტ აბასთუმანში მდებარე ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფო დაიხურა. 25 პაციენტიდან, რომელიც საავადმყოფოში მკურნალობდა, 23 სახლში გაუშვეს, ერთი თბილისში, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, მეორე კი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს.

ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ტუბსაავადმყოფო იქამდე დაიხურა, ვიდრე ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა და აღჭურვა დასრულდებოდა. აღნიშნული ცენტრი, რომელიც 100 პაციენტზე იქნება გათვლილი, კურორტიდან სამ კილომეტრშია და გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის გაზაფხულზევე უნდა გაიხსნას.

აბასთუმანში ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით 2018 ოქტომბერში დაიწყო. „სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, შენობას ერთ მხარეს კლდე, მეორე მხარეს კი ბუჩქნარი აკრავს. აბასთუმანში მოქმედი ტუბსაავადმყოფო კი წიწვოვან ტყეში იყო. ამის გამო, საავადმყოფოს კურორტიდან მოშორებით გადატანას პაციენტების უმრავლესობა ეწინააღმდეგებოდა.

კურორტიდან მოშორებით ტუბსაავადმოფოს გადატანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც აბასთუმანში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა. 2018 წლის ოქტომბერში მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ აბასთუმანი ელექტრომანქანების რეგიონი გახდება.

არსებული ინფორმაციით, ყოფილ ტუბსაავადმყოფოს შენობას დაანგრევენ. ადგილობრივი ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ცნობით, ამ ადგილზე ბიძინა ივანიშვილი სასტუმროს აშენებას გეგმავს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ისევე როგორც ადგილობრივი მონაცემების თანახმად, საქართველოში ბოლო წლებში აღინიშნება ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებლების კლების ტენდენცია, თუმცა ის მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებლებს. 2017 წელს საქართველოში ყველა ფორმის ტუბერკულოზის 2 927 შემთხვევა აღირიცხა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]