weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

წინანდალში ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 4 დაშავდა

10:53 სამშაბათი, 04 ივლისი 2017

თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მამაკაცი გარდაიცვალა, 4 კი დაშავდა. როგორც „რეგინფოს“ წინანდალში გამგებლის წარმომადგენელმა თორნიკე ვეფხიშვილმა უთხრა, „ჟიგულის“ მარკის ავტომანქანა მოსახვევში კომბაინს შეეჯახა. ავარია დღეს, დილის 5 საათზე მოხდა.

„ავარიის შედეგად დაიღუპა მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი 2 ადამიანი, მათ შორის მძღოლიც. ოთხი მგზავრი კი დაშავდა. მოსახვევი, სადაც შემთხვევა მოხდა, საკმაოდ სახიფათოა და ავარიები ხშირად ხდება“, - ამბობს თორნიკე ვეფხიშვილი.

ერთ დაშავებულს სამედიცინო დახმარება შემთხვევის ადგილზე აღმოუჩინეს. თელავის რეფერალურ საავადმყოფოში თავის ღია ჭრილობითა და მრავლობითი მოტეხილობებით სამი დაშავებული - 41, 25 და 26 წლის მამაკაცები არიან მოთავსებული. რაც შეეხება დაღუპულებს, ერთი მათგანი 65 წლის იყო, მეორე კი 32-ის.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

რამდენიმე კვირის წინ მსხვერპლით დასრულდა ყვარლის რაიონის სოფელ ზინობიანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც შუახნის ქალი დაიღუპა, 6 მგზავრი კი დაშავდა.

სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 581 და დაშავდა 9 951 ადამიანი. 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 7%-ით, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 8%-ით გაიზარდა. 3%-ით შემცირდა დაღუპულთა რიცხვი.

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებად მანევრირების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვა სახელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]