weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი დროებით ვეღარ იმუშავებს

14:08 ოთხშაბათი, 22 მაისი 2019
ფოტო © ბათუმელები ფოტო © ბათუმელები

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ლექციების ჩატარების უფლება დროებით შეუჩერდა. ეს გადაწყვეტილება უნივერსიეტის ადმინისტრაციამ მიიღო.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ განრიდება ლექტორთან შეთანხმებით მოხდა. ის სააუდიტორიო საქმიანობას მანამ ვერ გააგრძელებს, ვიდრე ვითარება საბოლოოდ არ გაირკვევა. საკითხს ეთიკური საბჭო შეისწავლის.

ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში მეორე კურსის სტუდენტი გოგო ადანაშაულებს. გამოცემა „ბათუმელებთან“ ის ამბობს, რომ ლექტორი სოციალურ ქსელში სწერდა და „თამამი სელფების“ გაგზავნაზე მის დაყოლიებას ცდილობდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სტუდენტისა და ლექტორის მიმოწერას თან ახლავს ფოტოსურათებიც.

„ერთ ფოტოზე ლექტორი მაისურითაა, მეორე ფოტო კი წელსქვემოთაა გადაღებული და ერექციას ასახავს. ამ კადრზე კაცს შარვალი აცვია და მისი სახე არ ჩანს“, – წერს გამოცემა.

სტუდენტისგან სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ლექტორი ბრალდებას უარყოფს და „მტკნარ სიცრუეს“ უწოდებს. მისი თქმით, „ფეისბუქით“ თითქმის არ სარგებლობს და ვიღაცამ შეიძლება მისი სახელი გამოიყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდო სექსუალურ შევიწროვებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]