weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობის დაკავება 9 კანდიდატს სურს

12:20 შაბათი, 25 მაისი 2019

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას სულ ცხრა კანდიდატი იღებს. კონკურსისთვის განაცხადების მიღება გუშინ დასრულდა.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, დირექტორობის კანდიდატები არიან: თორნიკე მჟავანაძე (უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრი), ირმა ზოიძე (სტუდია REC-ის ჟურნალისტი), დავით ჩხარტიშვილი (ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მთავარი სპეციალისტი), მერაბ წულუკიძე (საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი, გიორგი (გოგა) კოხრეიძე (საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი), გიორგი წულაია (აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი), შოთა გურაბანიძე (აჭარის ტელევიზიის გადაცემა „დილის ტალღის“ ხელმძღვანელი), ნათია ზოიძე (აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი), ბაჩუკი ჩხეიძე (საზოგადოება „ბათუმელის“ თავმჯდომარე).

ორშაბათს, 27 მაისს, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო სხდომას გამართავს, რის შემდეგაც გამოქვეყნდება იმ კანდიდატების სია, ვისთანაც გასაუბრება გაიმართება. აჭარის ტელევიზიის დირექტორი სამი წლის ვადით უნდა აირჩიონ.

„დირექტორობის კანდიდატი, მისი სურვილით, წარმოადგენს კონცეფციას, საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების  სტრატეგიას. სავარაუდოდ, 4 ივნისისთვის გვეყოლება ახალი დირექტორი“, – განაცხადა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ნატა იმედაიშვილმა.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა. კაპანაძეს სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი და უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]