weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

სტუდენტს, რომელიც ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, საია ვეღარ დაიცავს

13:36 შაბათი, 25 მაისი 2019

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები ვეღარ დაიცავენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტ გოგონას, რომელიც ლექტორისა და საკრებულოს წევრს „ქართული ოცნებიდან“ ომარ მახარაძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

საია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ თავდაპირველად სტუდენტი მათ შეთავაზებას სამართლებრივ დახმარებაზე, დათანხმდა, თუმცა მოგვიანებით, უნივერსიტეტის ეთიკის საბჭოს სხდომამდე ერთი საათით ადრე, გადაიფიქრა.

„საია მზად იყო სტუდენტის უფლებების დასაცავად როგორც სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე ყველა სხვა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით. ჩვენთვის მოულოდნელად სტუდენტმა უარი თქვა საიას ადვოკატის დახმარებაზე და მის საქმეში კერძო ადვოკატი ჩაერთო. შესაბამისად, საია-ს ადვოკატებს აღარ აქვთ უფლებამოსილება, წარმოადგინონ მისი ინტერესები და გააკეთონ კომენტარები საქმის დეტალებზე“, – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

სტუდენტმა გოგომ რამდენიმე დღის წინ გამოცემა „ბათუმელებს“ ინტერვიუ მისცა, სადაც ამბობს, რომ ლექტორი სოციალურ ქსელში სწერდა და „თამამი სელფების“ გაგზავნაზე მის დაყოლიებას ცდილობდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სტუდენტისა და ლექტორის მიმოწერას თან ახლავს ფოტოსურათებიც.

„ერთ ფოტოზე ლექტორი მაისურითაა, მეორე ფოტო კი წელსქვემოთაა გადაღებული და ერექციას ასახავს. ამ კადრზე კაცს შარვალი აცვია და მისი სახე არ ჩანს“, – წერს „ბათუმელები“.

სტუდენტისგან სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ლექტორი ბრალდებას უარყოფს და ირწმუნება, რომ ტელეფონი გაუტეხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდო სექსუალურ შევიწროვებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს. გუშინ საქმე 139-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაკვალიფიცირდა, რაც უფრო მძიმე დანაშაულს – სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებას გულისხმობს.

გუშინ გამართული ეთიკის საბჭოს სხდომის შემდეგ, საბჭოს თავმჯდომარემ ანზორ ბერიძემ განაცხადა, რომ ლექტორის ვერსია ტელეფონის გატეხვის შესახებ ეჭქვეშ დადგა, რადგან „მოისმინეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია სტუდენტებისგან და არის მტკიცებულებები“. ეთიკის საბჭოს ჯერ არ მოუსმენია სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]