weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს

23:26 სამშაბათი, 28 მაისი 2019

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დისციპლინარულმა კომისიამ სტუდენტი გოგოს მიერ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორს, ომარ მახარაძეს შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა. ამის შესახებ აჭარის ტელევიზია იუწყება.

კომისიის წევრებმა ლექტორს ეთიკური სტანდარტების დარღვევა დაუდგინეს. სალექციო საქმიანობა მახარაძეს უკვე ერთი კვირაა შეჩერებული ჰქონდა.

აჭარის ტელევიზიის ცნობით, ომარ მახარაძე კომენტარს არ აკეთებს. ის დღეს დისციპლინური კომისიის სხდომასაც უნდა დასწრებოდა, თუმცა უნივერსიტეტში არ მისულა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მახარაძე თანამდებობას ტოვებს ბათუმის საკრებულოში. ის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე და ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ წევრი იყო.

მეორე კურსის სტუდენტმა გოგომ რამდენიმე დღის წინ გამოცემა „ბათუმელებს“ ინტერვიუ მისცა, სადაც ამბობს, რომ ლექტორი სოციალურ ქსელში სწერდა და „თამამი სელფების“ გაგზავნაზე მის დაყოლიებას ცდილობდა. სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ლექტორი ბრალდებას უარყოფს და ირწმუნება, რომ ტელეფონი გაუტეხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდო სექსუალურ შევიწროვებაზე გამოძიება ჯერ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს, მოგვიანებით კი საქმე 139-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაკვალიფიცირდა, რაც პასუხისმგებლობას უფრო მძიმე დანაშაულისთვის – სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისთვის ითვალისწინებს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]