weather cur horoscope tv
ოქტომბერი 24, 2019

„რუსთავი 2“-ს რეგიონული კორესპონდენტებიც ტოვებენ

14:45 ხუთშაბათი, 22 აგვისტო 2019 hits 813
ფოტოზე ია გულიაშვილი, კახეთის კორესპონდენტი ფოტოზე ია გულიაშვილი, კახეთის კორესპონდენტი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს რეგიონული კორესპონდენტებიც ტოვებენ. ამ დროისთვის არხიდან წასვლის შესახებ განაცხადეს ია გულიაშვილმა, რომელიც კახეთში მუშაობდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის კორესპონდენტმა ემა გოგოხიამ, კორესპონდენტმა აჭარაში - თეა ვაშალომეძემ, გურიის კორესპონდენტმა ვლადიმერ მენაბდემ და ჯეიჰუნ ნარზალოვმა, რომელიც ქვემო ქართლში მუშაობდა.

20 აგვისტოს შემდეგ, რაც „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ სამხსახურიდან გაათავისუფლა არხის წამყვანი სახეები, მათ შორის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ტელეკომპანია ჟურნალისტების უმრავლესობამ დატოვა. პროტესტის ნიშნად „რუსთავი 2“-დან წამოვიდნენ „კურიერის“ წამყვანები - დიანა ჯოჯუა, მიშა სესიაშვილი და პაატა იაკობაშვილი, ასევე, ჟურნალისტები, რომლებიც პოლიტიკურ თემებს აშუქებდნენ - ნათია გოგსაძე, თამარ ბაღაშვილი, ნინო გაზდელიანი, დავით ქაშიაშვილი, გიგლა თუმანიშვილი და სხვები. მათ საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლება ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლად შეაფასეს, რაზეც პაატა სალიას განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

არხიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო გადაცემა „შაბათის შუადღის“ ოთხმა წამყვანმა - ნესტან ნენე კვინიკაძემ, ქეთი დევდარიანმა, ლაშა ბუღაძემ და დათო ტურაშვილმა.

21 აგვისტოდან „რუსთავი 2“-ზე „კურიერი“ არ გასულა. ეთერში სერიალები და მხატვრული ფილმებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]