weather cur horoscope tv
ოქტომბერი 23, 2019

შს მინისტრის მოადგილედ იოსებ ჭელიძე დაინიშნა

16:15 პარასკევი, 13 სექტემბერი 2019 hits 1752

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი  იოსებ ჭელიძე დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ნათია მეზვრიშვილი შეცვალა, რომელიც შს მინისტრის საპარლამენტო მდივანიც იყო.

შსს-ს ინფორმაციით, იოსებ ჭელიძე 1969 წლის 24 ოქტომბერს დაიბადა. 1993 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი.1995-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე, 2005-2015 წლებში კი დაცვის პოლიციის დეპარტამენტში. იოსებ ჭელიძე 2015 წელს, სამი თვის განმავლობაში შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის პირადი დაცვის სპეციალური სამმართველოს უფროსი იყო, კიდევ სამი თვე კი შსს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2015 წლის პირველი აგვისტოდან 2019 წლის 10 სექტემბრამდე იოსებ ჭელიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე საქმიანობდა.

 შინაგან საქმეთა მინისტრად  8 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური დაინიშნა. მანამდე შს მინისტრის თანამდებობას გიორგი გახარია იკავებდა, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]