weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ხაშურში კაცმა ყოფილ ცოლს ცემამდე სამსახურში ხელყუმბარა შეუგდო

15:56 პარასკევი, 11 ოქტომბერი 2019

ხაშურში კაცმა ყოფილ მეუღლეს, 30 წლის ქალს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა. ქალი ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, კაცმა ყოფილი ცოლის სამუშაო ადგილზე ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა. ამ დროისთვის სამართალდამცეველებს ის ადგილი, სადაც შემთხვევა მოხდა, გადაკეტილი აქვთ და განაღმვით სამუშაოებს ატარებენ. ადგილობრივების თქმით, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმაც გაიგეს.

„ევექსის“ კლინიკაში განაცხადეს, რომ ქალს დაზიანებები, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით, თავის არეში აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 19-108-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ამ დროისთვის სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.

 

ამ თემაზე:

ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ ნაცემი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]